04 ნოემბერი 2024,   21:01
ვრცლად
"საკმაოდ ომახიანი მესიჯი მოდის, რომ ის არის წამყვანი, ის არის ოპოზიციის ლიდერი, სააკაშვილის ლიდერობა აღარ არსებობს" - გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის ინიციატივაზე

"ქარტიაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ სალომე ზურაბიშვილი წინ წამოწიონ - რომ ის არის მთავარი ადამიანი" - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნებამდე წარადგენს.

ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერი სალომე ზურაბიშვილია და მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა აღარ არსებობს.

"საკმაოდ ომახიანი მესიჯი მოდის, რომ ის არის წამყვანი, ის არის ოპოზიციის ლიდერი. სააკაშვილის ლიდერობა აღარ არსებობს. არ არსებობს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც სისხლი დაღვარა და ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩააბარა ოკუპანტს. ეს სპეციალური მესიჯია, ქარტიაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ სალომე ზურაბიშვილი წინ წამოწიონ - რომ ის არის მთავარი ადამიანი, ის წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ის წარმოადგენს ე.წ. ტექნიკურ მთავრობას და ამით ყველა ბედნიერი უნდა იყოს, ვინაიდან ერთადერთი და განუმეორებელი ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი აკეთებს ამას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები