21 დეკემბერი 2024,   16:05
ვრცლად
მთლიანობაში არა მარტო ტექნიკური მთავრობა, არამედ პრემიერ - მინისტრის კანდიდატის დასახელება არის თაღლითური სვლა, რომელიც გათვლილია მოსახლეობის მოტყუების მცდელობაზე - გიორგი ვოლსკი

“მოსახლეობის მოტყუების მცდელობა თაღლითური სვლით“ - ასე აფასებენ უმრავლესობაში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით პრეზიდენტი სხვისი დაკვეთით მოქმედებს.

“მთლიანობაში არა მარტო ტექნიკური მთავრობა, არამედ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელება არის თაღლითური სვლა, რომელიც გათვლილია მოსახლეობის მოტყუების მცდელობაზე, მიზანზე, რომ აღარ არსებობს “ნაციონალური მოძრაობა“, აქ არის პრეზიდენტი, გვარამია და “ლელო“ მხარს უჭერს, ისინი ემიჯნებიან “ნაცმოძრაობას“, მის სისხლიან წარსულს - ეს არის ის სურათი, რომლის ჩამოყალიბება და გაყიდვა უნდათ ქართული საზოგადოებისთვის,“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები