21 დეკემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ძალიან სამწუხაროა, რომ მას კონსტიტუციაც კი წაკითხული არა აქვს, ის კონსტიტუცია, რომელსაც არაერთხელ არღვევს ხოლმე - არჩილ გორდულაძე

უმრავლესობაში აფასებენ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ტექნიკურ მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით - მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და ურჩევს კონსტიტუციურად გაერკვეს საკუთარ ვალდებულებებში.

“რეალურად სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება თუ რა განცხადებას გააკეთებს ორი მიზეზიდან გამომდინარე, ერთი იმიტომ, რომ ის არის ჩვეულებრივი დავალების შემსრულებელი და მეორე - ელემენტარულად, ძალიან სამწუხაროა, რომ მას კონსტიტუციაც კი წაკითხული არა აქვს, ის კონსტიტუცია, რომელსაც არაერთხელ არღვევს ხოლმე და რომ წაეკითხა, ნახავდა, რომ მთავრობის ჩამოყალიბება-დასახელების უფლება აქვს იმ პარტიას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან და ასეთი მხოლოდ და მხოლოდ იქნება “ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები