21 დეკემბერი 2024,   16:05
ვრცლად
როდესაც ვისმენთ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ასეთი მაღალი წარმომადგენლის ასეთ განცხადებებს რბილადაც არ ვიცი რა ვუწოდო, ეს ორმაგი და სამმაგი სტანდარტიც არ არის - ირაკლი კირცხალია

ჟოზეფ ბორელის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოში - მმართველ გუნდში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ. ასევე, განმარტავენ რომ ბორელის განცხადება რეალობას აცდენილია.

“როდესაც ვისმენთ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ასეთი მაღალი წარმომადგენლის ასეთ განცხადებებს რბილადაც არ ვიცი რა ვუწოდო, ეს ორმაგი და სამმაგი სტანდარტიც არ არის, ეს არის აცდენილი ყველანაირ რეალობას ძალიან უსამართლო განცხადებაა და განცხადება, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფს ყველა იმ ანგარიშს და კვლევას, რომელიც ქვეყნდება ჩვენი ქვეყნის მიმართ,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები