აშშ-ში, კანავერალის ასაფრენი ბაზიდან კოსმოსური ხომალდი გაუშვეს, რომელიც იუპიტერის ერთ-ერთ ყინულოვან თანამგზავრზე უცხოპლანეტელების სიცოცხლის ნიშნებს მოიძიებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
NASA-მ კოსმოსური ხომალდი ადგილობრივი დროით 12:06 საათზე გაუშვა. ხომალდს მისია წინა კვირას უნდა დაეწყო, თუმცა მისიის გეგმები ქარიშხალ “მილტონის“ გამო გადაიდო.
ხომალდი Europa Clipper-ი 1,8 მილიარდი მილის დაშორებით მდებარე იუპიტერის იდუმალ თანამგზავრ “ევროპაზე“ გაფრინდა. ხომალდი 2030 წლამდე არ ჩამოვა, თუმცა აღმოჩენებმა შეიძლება აქამდე არსებული რეალობა სრულიად შეცვალოს.