ჰონგ-კონგის ზოოპარკში 8 მაიმუნი გარდაცვლილი იპოვეს. ზოოპარკში მიმდინარეობს ტესტირება, რათა გაარკვიონ რა გახდა ცხოველების გარდაცვალების მიზეზი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჰონგ-კონგის დასვენებისა და კულტურული სერვისების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ქალაქის ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ბაღში მაიმუნი დე ბრაზა, ერთი ციყვი მაიმუნი, სამი მარმოსეტი და სამი თეთრსახიანი საკი იპოვეს გარდაცვლილი.
ტესტირების შედეგების მოლოდინში, ზოოპარკის ძუძუმწოვრების განყოფილება
დაიხურება, რათა ტერიტორიაზე დეზინფექცია ჩატარდეს.
“ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით სხვა ცხოველების ჯანმრთელობას. ამ პერიოდის განმავლობაში ზოოლოგიური და ბოტანიკური ბაღის სხვა ობიექტები ღია დარჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.