03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
წყალტუბოში ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ 2 ადამიანი იმსხვერპლა

წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში აფეთქების შედეგად 2 მუშა დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

უბედური შემთხვევა ერთ-ერთი რესტორნის ეზოში მოხდა, სადაც მუშები ძველი ნაგებობის დემონტაჟს ახორციელებდნენ, სწორედ ამ დროს აფეთქდა ჟანგბადის ბალონი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

დაშავებული გადაუდებელი მკურნალობის მიზნით გადაყვანილია საავადმყოფოში.

ამავე თემაზე
დღის ამბები