21 დეკემბერი 2024,   17:22
ვრცლად
“ისინი რომლებიც “ნაცმოძრაობასა“ და მის დანაყოფებს მხარს უჭერენ, აგიტაციას უწევენ და მხარს აძლევენ მათ განგრძობადი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან“ - ვატო შაქარაშვილი

“ისინი რომლებიც “ნაცმოძრაობასა“ და მის დანაყოფებს მხარს უჭერენ, აგიტაციას უწევენ და მხარს აძლევენ მათ განგრძობადი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ვატო შაქარაშვილმა განაცხადა.

შაქარაშვილი, “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მათი მხარდამჭერების გასამართლებას ითხოვს და პარალელებს ფაშისტურ გერმანიასთან ავლებს.

“არჩევნების შემდეგ “ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და გასამართლების შემდგე, აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების სახალხო მხილება და გასამართლება. ისინი, რომლებიც “ნაცმოძრაობასა“ და მის დანაყოფებს მხარს უჭერენ, აგიტაციას უწევენ, ისინი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან.

თუ გვსურს, რომ პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ ამოვძირკვოთ, მის სათავემდე უნდა მივიდეთ. ეს კი ის ამომრჩეველია, რომელიც “ნაცმოძრაობას“ ასულდგმულებს. მათი 9 წლიანი მმართველობა შინაარსითა და სიმძიმით იყო ფაშისტური. იმ დასავლური პრაქტიკით ხელმძღვანელობა, რომლის საშუალებითაც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა, სრულიად ლოგიკური იქნება.

გერმანიის დასავლეთ ნაწილში ამერიკელების მეთვალყურეობის ქვეშ წარმართული ეს პროცესი გვიჩვენებს, რომ კრიმინალური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აღწერა შესაძლებელია. ამ ადამიანებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის გაუთავებელ რყევასა და მტრობაზე, სექტის გასამართლებით კი რადიკალიზმი და ჩაკეტილი წრეზე სიარული დასრულდება.

ქვეყნის სტაბილურობასა და გრძელვადიან მშვიდობაზე მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა ფსევდოლიბერალური აგრესიული უმცირესობა დამსახურებულ პასუხს მიიღებს“, - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

დღის ამბები