21 დეკემბერი 2024,   16:42
ვრცლად
“ჩვენ აქამდეც გვახსოვს არა ერთი უსამართლო განცხადება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც საბოლოო ჯამში, უღიარებიათ მათვე, რომ ყოფილა შეცდომა და ბოდიშიც მოუხდიათ ქართველი ხალხისთვის"“ - რატი იონათამიშვილი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას ორმაგ სტანდარტს უწოდებს მმართველი გუნდი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას აქამდეც ახსოვს მსგავსი უსამართლო განცხადებები, რაც შეცდომა იყო და მათვე მოუხდიათ ბოდიში.

“ჩვენ აქამდეც გვახსოვს არა ერთი უსამართლო განცხადება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც საბოლოო ჯამში, უღიარებიათ მათვე, რომ ყოფილა შეცდომა და ბოდიშიც მოუხდიათ ქართველი ხალხისთვის, როგორც უსამართლო განცხადებების, ასევე გადაწყვეტილებების გამო. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას მოუწევს პატივი სცეს იმ არჩევანს, რასაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გააკეთებს და ეს იქნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით ქართული ოცნების მხარდაჭერა და შესაბამისად, ეს ადამიანები იქნებიან ვალდებული, რომ საჯაროდ დააფიქსირონ, რომ ისინი უშვებდნენ შეცდომებს, როდესაც საქართველოს მიმართ უსამართლო და არაობიექტურ განცხადებებს აკეთებდნენ,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის მომავალი არჩევნები გადამწყვეტი იქნება.

დღის ამბები