21 დეკემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ცნობილი ავსტრალიელი ჟურნალისტი ალცჰაიმერის დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა

ცნობილი ავსტრალიელი ჟურნალისტი ჯორჯ ნეგუზი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას guardian-ი ავრცელებს.

გადაცემის ავტორი, ტელევიზიისა და რადიოს წამყვანი ალცჰაიმერის დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გადაიცვალა.

ნეგუსი საერთაშორისო ურთიერთობებში იყო სპეციალიზებული და ABC-ის საგარეო კორესპონდენტად მუშაობდა. ასევე იყო, SBS Dateline-ის დამფუძნებელი და წამყვანი.

მისი პირდაპირი სტილის დემონსტრაცია 1981 წელს, დიდი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერთან ინტერვიუს დროს მოხდა, რომელიც ლეგენდად იქცა.

დღის ამბები