15 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
“რა ახალ სახეზეა საუბარი, “ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეა, რომელიც იმ რეჟიმის დროს იკავებდა უმაღლეს თანამდებობას“ - ლევან მაჭავარიანი გილაურზე

ორბელიანების სასახლეში ნიკა გილაურის მისვლას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ნეიტრალური ფიგურის დასახელებას გეგმავდა, თუმცა, ნიკა გილაური "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, მაღალი თანამდებობის პოზიციას იკავებდა.

“ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი გვისაუბრია. ქალბატონ სალომეს არაფრის უფლება არ აქვს, არც მთავრობის დაკომპლექტების და არც პრემიერობის კანდიდატის დასახელების. თუ კონკრეტულად ნიკა გილაურთან დაკავშირებით უნდა გავაკეთო კომენტარი, იმას ვიტყვი, რომ ქალბატონმა სალომემ აღნიშნა, რომ იმ კანდიდატს, ვისაც გავუჟღერებ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებსო, იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ გააჩნიაო. როდესაც ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმი გუგუნებდა, ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. რა ახალ სახეზეა საუბარი, ჩვეულებრივად “ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეა, რომელიც იმ რეჟიმის დროს იკავებდა უმაღლეს თანამდებობას,“ - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, “კურიერის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი ნიკა გილაურია. გილაური “კურიერის" კამერამ ათონელის რეზიდენციაში შესვლის დროს გადაიღო. უკვე ერთი საათია, ორბელიანების სასახლეში ნიკა გილაურსა და სალომე ზურაბიშვილს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს. მას სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის წინ კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები