15 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
იმ ნაწილში კი რომ უნდა გასამართლდნენ მხარდამჭერებიც, ამას ჩვენ არ ვიზიარებთ და ვემიჯნებით - ლევან მაჭავარიანი “ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა

“ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მათი მხარდამჭერების გასამართლებას ითხოვს “ნეიტრალური საქართველო“.

საზოგადოებრივი მოძრაობა აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს მათი ამომრჩევლების გასამართლება.

“ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივას შეფასებები უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ის რაზეც “ნეიტრალური საქართველო“ საუბრობს არასერიოზულია.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი “ნეიტრალურ საქართველოს“ მოსაზრებას “ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების გასამართლებასთან დაკავშირებით არ ეთანხმება.

“იმ ნაწილში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები რომ “ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სხვადასხვა ფლანგები ერთიან ძალას წარმოადგენენ, ეს არის კრიმინალური ძალა. 9 წლის მანძილზე რაც ქვეყანაში ხდებოდა, გაუპატიურება, სისტემური წამება, ოჯახების საძინებელში თვალთვალი, ბიზნესის რეკეტი და ა.შ

იმ ნაწილში კი რომ უნდა გასამართლდნენ მხარდამჭერებიც, ამას ჩვენ არ ვიზიარებთ და ვემიჯნებით,“- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები