15 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
დაუშვებელია, რომ მოსახლეობა და ამომრჩეველი რა დანაშაულის რეჟიმის ამომრჩეველიც არ უნდა იყოს, მისი გასამართლება ან დაშინება მოხდეს -არჩილ გორდულაძე

“ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მათი მხარდამჭერების გასამართლებას ითხოვს “ნეიტრალური საქართველო“.

საზოგადოებრივი მოძრაობა აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს მათი ამომრჩევლების გასამართლება.

“ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივას შეფასებები უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ის რაზეც “ნეიტრალური საქართველო“ საუბრობს არასერიოზულია.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე არჩილ გორდულაძის თქმით, მოსახლეობის და ამომრჩევლის დაშინება არ უნდა მოხდეს.

“დაუშვებელია, რომ მოსახლეობა და ამომრჩეველი რა დანაშაულის რეჟიმის ამომრჩეველიც არ უნდა იყოს, მისი გასამართლება ან დაშინება მოხდეს.

თითოეულ ამომრჩეველს კარგად უნდა ესმოდეს რამხელა პასუხისმგებლობა აქვს. კარგად უნდა გვესმოდეს რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია, როდესაც ქართველი ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას უნდა ვთხოვოთ, კარგად შეხედოს ფაქტებს და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, რომ კოლექტიურ ნაც მოძრაობას უთხრას უარი, ასევე გახარიას, ასევე “ლელოს“,- აცხადებს გორდულაძე.

დღის ამბები