03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
დმანისში VIII-VII საუკუნეების სამარხი აღმოაჩინეს

აღმოჩენა დმანისში. სოფელ განთიადში არქეოლოგებმა ძვ. წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეების სამარხს მიაკვლიეს. მასში ნაპოვნია კერამიკის ჭურჭელი, სამკაულები, საყოფაცხოვრებო იარაღი და ბრინჯაოს ნაკეთობები.

არქეოლოგები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. მათი თქმით, ადგილზე სულ 6 ტიპის ჭურჭელია ნაპოვნი.

უძველესი ნივთები კომპანია „სილქნეტის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გაყვანის დროს შემთხვევით აღმოაჩინეს. ამავე სამუშაოს შესრულების დროს დმანისში კიდევ 25-მდე სამარხი იპოვეს. 

დღის ამბები