17 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
მოლდოვაში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი ერევა

მოლდოვაში შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქვეყანაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზეა საუბარი.

დიპლომატიური უწყება წერს, რომ ბოლო რამდენიმე თვეში კრემლმა მოსახლეობის განწყობებზე ზემოქმედების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებზე მილიონობით მილიონობით დოლარი დახარჯა. აღნიშნული რესურსი იმ საინფორმაციო კამპანიებს მოხმარდა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროინტეგრაციის ძირის გამოთხრას ემსახურებოდა.

ამასთანავე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წერს, რომ საკითხზე სპეცსამსახურები მოლდოველ კოლეგებს ინფორმაციას უზიარებენ.

დღის ამბები