17 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
ორსულობა და ვარჯიში - არის თუ არა ორსულებისთვის ფიზიკური აქტივობა სარისკო

იოგას ინსტრუქტორი იზა ვაშაკიძე, "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში, ორსულებზე საუბრობს. ინსტრუქტორის თქმით, ორსულებისთვის ვარჯიში აბსოლუტურად რეკომენდებულია.

იზა ვაშაკიძის განცხადებით, ვარჯიშის დაწყებამდე, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

"ჩვენს საზოგადოებაში უკვე ნელ-ნელა წამოვიდა ეს ტენდენცია, რომ ორსულებმა დაიწყეს ვარჯიში, რაც განაპირობებს იმას, რომ ქალი ამ პროცესში უფრო მეტად ბუნებრივად შედის. ვარჯიშის დადებითი მხარე ბევრია - ვისაც აქვს ვარიკოზული ვენები, თავის ტკივილი, წელის ტკივილი და უამრავი სხვა რამ, რაც წონის მატების, ან სახსრების მოდუნების გამო ხდება, ვარჯიში ამ ყველაფერს შველის.

თუმცა სხეული არ უნდა იყოს არც ძალიან გადაწელილი, რომ წონის ატანა შეძლოს და, მეორეს მხრივ, არ უნდა იყოს არც ძალიან დაჭიმული, რომ მოდუნებაც შეძლოს.

რაც შეეხება ქალებს, რომლებიც ორსულობამდე არ ვარჯიშობდნენ და შემდეგ უნდებათ ვარჯიში; ამ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგან მნიშვნელობა აქვს როგორც პლაცენტის მდგომარეობას, ასევე შესაძლოა საშვილოსნოს ყელიც იყოს დაწეული, რა დროსაც ვარჯიში არ არის რეკომენდებული," - აცხადებს იზა ვაშაკიძე.

დღის ამბები