17 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
"ისინი ემზადებიან იმ სცენარისთვის, რომელიც ქართველი საზოგადოებისთვის არახალია - ემზადებიან არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის" - გივი მიქანაძე ოპოზიციაზე

"ქართული ოცნება" ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაზე საუბრობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გააქტიურდა კამპანია, თითქოს მოქალაქეებს პასპორტებს და პირადობის მოწმობებს ართმევენ, რასაც ოპოზიცია და მესამე სექტორი წინა არჩევნებზეც ამტკიცებდა, თუმცა მსგავსი ფაქტები არ დადასტურდა. მაშინ გამოკითხვაზე ეკა გიგაური და საია-ს აღმასრულებელი დირექტორი დაიბარეს, თუმცა მათ, პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ინტერესების საზიანოდ, უარი თქვეს წყაროს დასახელებაზე. 

"მათ ძალიან კარგად ესმით, ოპოზიციურ სპექტრზე მაქვს საუბარი და მათთან დაკავშირებულ როგორც მედია საშუალებებზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ცდილობენ, რომ მათ მხარი დაუჭირონ, რომ ეს არჩევნები მათ წაგებული აქვთ და საკმაოდ სერიოზული მოცემულობით მარცხდებიან. ეს არის ის რეალობა, რომელსაც თვითონვე აღიარებენ და ამის ფაქტებიც იცით, რომ არსებობს, თვითონვე აჟღერებდნენ ამ ინფორმაციას.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი ემზადებიან იმ სცენარისთვის, რომელიც ქართველი საზოგადოებისთვის არახალია, თუმცა არაფერი სიახლე ამაში არ არის, რომ ისინი ეწევიან კამპანიას ქვეყნის გარეთ და არა ქვეყნის შიგნით და არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადებიან," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

პირადობების თემაზე დღეს "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაშიც" ისაუბრეს. ბრიფინგზე თქვეს, რომ წნორში 30-მდე პირს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.

დღის ამბები