17 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
"გვაქვს იმის მაგალითები, რა მეთოდებით მოქმედებდა ვითომ მედია მენეჯერი ნიკა გვარამია, ამიტომ, მისგან გასაკვირი არაფერია" - მაკა ბოჭორიშვილი

"კურიერის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას პირველ კომენტარს, რომელიც "მთავარ არხზე" უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ეხება, მმართველ გუნდში აფასებენ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიასგან გასაკვირი არაფერია.

"როდესაც საუბარია კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებაზე, ამისთვის არსებობენ შესაბამისი ორგანოები და იმათმა კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედონ. თუმცა, არაფერი არ გამიკვირდება. ჩვენ გვაქვს იმის მაგალითები, თუ რა მეთოდებით მოქმედებდნენ ისინი პოლიტიკაში, კონკრეტულად ნიკა გვარამია - ვითომ მედია მენეჯერი რა მეთოდებით მოქმედებდა. ამიტომ, მისგან გასაკვირი არაფერია,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

საკითხზე, ნიკა გვარამიამ პირველი კომენტარი გააკეთა. გვარამია აცხადებს, რომ ტელევიზიის ერთ-ერთ მოქმედ დირექტორს, გიორგი ქურდაძეს საერთოდ არ იცნობს, ბრალდებები აბსურდულია, ტელევიზიაში შესული თანხები კი - დეკლარირებული.

საპირისპიროს ამტკიცებს ქურდაძე, რომელიც ეროვნული და "თიბისი" ბანკისთვის გაგზავნილ წერილებში "მთავარ არხზე" უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე წერს. დოკუმენტებში საუბარია გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდ ფულზე, რომელიც კობა ნაყოფიას უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას ხელით ჯერ ტელევიზიაში შეაქვს, შემდეგ კი მილიონები უკვე სარეკლამო კომპანიის ანგარიშზე ხვდება და საქართველოსა და უცხოეთში ირიცხება.

 

 

დღის ამბები