17 ოქტომბერი 2024,   17:15
ვრცლად
"სიყალბე, სიცრუე, არაფერზე დაფუძნებული" - კახა კალაძე ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს აფასებს

ევროპული საბჭოს სამიტს თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება. კალაძემ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს "სიცრუე, სიყალბე და არაფერზე დაფუძნებული" უწოდა.

"ვთქვით, რომ რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ხშირი იქნება ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც არის სიყალბე, სიცრუე, არაფერზე დაფუძნებული. რეალურად, ჩვენ შევძლებთ ამ ურთიერთობების დასტაბილურებას, როგორც კი ქვეყანაში დასრულდება არჩევნები, როგორც კი უკრაინა-რუსეთის ომი გადავა მილევად რეჟიმში, არ იქნება არანაირი პრობლემა არ მიმართულებით," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები