17 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
"სუს-ის მიმართ ნდობა არის ნულის ტოლი" – ნათია მეზვრიშვილი

პატია "საქართველოსთვის" წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა "ნულის ტოლია".

მისივე თქმით, უწყება განცხადებებს ყოველგვარი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე აკეთებს.

"გვთავაზობენ მრავალსერიიან ფილმს, ყოველგვარი სიუჟეტის გარეშე. სუს-ის მიმართ ნდობა არის ნულის ტოლი. ყველაფერს იკადრებენ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, იგეგმება ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელება, სადაც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.

დღის ამბები