17 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
"ოპოზიციის მცდელობები, დააზიანონ წინასაარჩევნო გარემო და მიაღწიონ ქართველი ხალხის არჩევანის დისკრედიტაციას, მარცხისთვისაა განწირული" - მაკა ბოჭორიშვილი

"ქართული ოცნება" ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაზე საუბრობს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გააქტიურდა კამპანია, თითქოს მოქალაქეებს პასპორტებსა და პირადობის მოწმობებს ართმევენ, რასაც ოპოზიცია და მესამე სექტორი წინა არჩევნებზეც ამტკიცებდა, თუმცა მსგავსი ფაქტები არ დადასტურდა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ეს არის ოპოზიციის მხრიდან "განწირული მცდელობები."

"ეს არის ოპოზიციის განწირული მცდელობები, დააზიანონ წინასაარჩევნო გარემო და დისკრედიტაცია გაუკეთონ ქართველი ხალხის არჩევანს. ეს არის განწირული მარცხისთვის, იმიტომ, რომ არანაირი წინაპირობა ამისთვის არ არსებობს და არის აბსურდული მცდელობები არჩევნების დისკრედიტაციის," - აღნიშნავს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

 

დღის ამბები