17 ოქტომბერი 2024,   16:17
ვრცლად
ნიგერიაში, ბენზინმზიდის აფეთქებას, სულ მცირე 140 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში, ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 140 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ბენზინმზიდის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტომობილი ამოტრიალდა და აფეთქდა. შემთხვევა ქალაქ მაჯიაში მოხდა.

ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვლილები ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი განმარტებით, დიდი ალბათობით, გარდაცვლილების რაოდენობა გაიზრდება.

დღის ამბები