17 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
"ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები იყვნენ სათანადოდ დაფასებულნი და მათი ცხოვრების პირობები იყოს გაუმჯობესებული" - ირაკლი ჩიქოვანი

"თქვენი ერთგულება და თავდადება სახელმწიფოს წინაშე ფასდაუდებელია", - ამ სიტყვებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა.

ჩიქოვანის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა ვეტერანების თავდადება ღირსეულად იყოს დაფასებული.

"ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია პატრიოტიზმი, სიმტკიცე და ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულება, რომლითაც თითოეული ვეტერანი იცავდა ქვეყანას და მის თავისუფლებას. თქვენს მაგალითზე აღიზარდა ქართველ ჯარისკაცთა მრავალი თაობა და მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ თქვენი ღირსეული შთამომავლები არიან. ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები იყვნენ სათანადოდ დაფასებულნი და მათი ცხოვრების პირობები იყოს გაუმჯობესებული", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები