17 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
"მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაა" - კობა კობალაძე

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის განცხადებით, მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაა.

მისივე თქმით, განსაკუთრებულად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული "ერთადერთი, უალტერნატივო, მშვიდობის კურსი".

"ჩვენ, ვეტერანებს ყველაზე უკეთ მოგვეხსნება და ვიცით ომის მთელი სისასტიკე და მშვიდობის შეუფასებელი ღირებულება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული ერთადერთი, უალტერნატივო, მშვიდობის კურსი. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისა და თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე არ ვზრუნავთ. ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მშვიდობას და ხმამაღლა ვიტყვი - მშვიდობაზე ზრუნვა სწორედაც, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე გადის! მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაა", - განაცხადა კობალაძემ

დღის ამბები