17 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
"სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურად ხდება პროცესების შეფასება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რადგანაც ჩვენ ვართ საარჩევნო პროცესში" - ლევან დავითაშვილი

ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს და ევროპული საბჭოს სამიტს "ქართული ოცნების" ლიდერები აფასებენ. ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდება, ევროპელი ლიდერების რიტორიკა კი მმართველი გუნდისთვის სიახლე არ არის.

"ჩვენთვის არახალია ის რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის. სიახლე ამ პროცესში არაფერია. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურად ხდება პროცესების შეფასება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რადგანაც ჩვენ ვართ საარჩევნო პროცესში. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას, იმიტომ, რომ მაქსიმალურად ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი. დაგვრჩა მხოლოდ ერთი კვირა, არჩევნების ჩატარებამდე. ჩვენ მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ობიექტურად, ზეწოლის გარეშე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ სწორი არჩევანი," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები