17 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილის მიზანი საარჩევნო პროცესის დაკვირვება და დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაა" - ლევან სანიკიძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბარი "სასაცილოა", რადგან პრეზიდენტის მიზანია, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს.

"ამაზე არ შეიძლება საუბრობდეს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსზე დგას და ეს ხელისუფლება საუბრობს ვიღაცის მიერ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე. ეს არის, უბრალოდ, სასაცილო, შეურაცხმყოფელი და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.

სალომე ზურაბიშვილის მიზანი, რაც ამ შტაბთან დაკავშირებით იყო გაცხადებული, არის საარჩევნო პროცესის დაკვირვება და დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაში კონკრეტული წვლილის შეტანა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები