03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
185-მა წვევამდელმა ფიცი დადო

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაში 185-მა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურის დაწყება მიულოცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ გომელაურმა.

თავის მხრივ ახალწვეულებმა საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს.

ცერემონიის შემდეგ, წვევამდელთა ოჯახის წევრებს საშუალება ქონდათ დაეთვალიერებინათ თუ რა პირობებში იმსახურებენ მათი შვილები.

დღის ამბები