03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ყვარლის მამული "თავისუფალმა ზონამ" დაასუფთავა

”თავისუფალი ზონის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ყვარელში ექსპრეზიდენტის მამულში საშემოდგომო სამუშაოები შეასრულეს.

მიხეილ სააკაშვილის კუთვნილ სახლში ისინი საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის მოხალისეებთან ერთად დღეს დილიდან ჩავიდნენ და ვენახთან ერთად ეზოც დაასუფთავეს.

აქციის მონაწილეები პროკურატურის გადაწყვეტილებას სააკაშვილის ქონების დაყადაღების შესახებ არაკანონიერად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ამ ფორმით მათ საქართველოს ექსპრეზიდენტს სოლიდარობა გამოუცხადეს.

დღის ამბები