09 ოქტომბერი 2024,   18:15
ვრცლად
დონეცკში ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს

დონეცკში ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს. სროლისა და აფეთქებების ხმა ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. საარტილერიო ცეცხლი როგორც მებრძოლების, ასევე სამთავრობო ძალების პოზიციებიდან გახსნეს.

მხარეებს შორის ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება იყო. ინტენსიური ბრძოლების განახლებამდე ერთი დღით ადრე ეუთოს დამკვირვებლებმა ქალაქ მაკეევკას მახლობლად სანომრე ნიშნების გარეშე მოძრავი კოლონა შენიშნეს. სეპარატისტები აცხადებენ, რომ სამხედრო ტექნიკა მათ ეკუთვნის და შეტაკებების გამო როტაციას ახდენენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები