09 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
ექსტრემალებმა ვიქტორიას ჩანჩქერზე 100 მეტრი სიგრძის თოკზე გაიარეს

34 წლის ავსტრიელმა და 26 წლის გერმანელმა მოყვარულებმა 100 მეტრის სიგრძის თოკზე გაიარეს. ექსტრემალური ნომერი სპორტსმენებმა 128 მეტრის სიმაღლის ვიქტორიას ჩანჩქერზე შეასრულეს. 

სახიფათო ნომრისთვის ისინი ორი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ, თუმცა საბოლოოდ ილეთის შესრულება მაინც დამცავი აღჭურვილობით გადაწყვიტეს.

მოგვიანებით სპორტსმენებმა საკუთარი შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გააცნეს. მათ აღიარეს, რომ წყლის შხეფები და ხმაური კონცენტრაციაში უშლიდათ ხელს.

დღის ამბები