25 ოქტომბერი 2024,   11:23
ვრცლად
"ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის დელეგატმა, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

"ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის დელეგატმა, რაიონის გამგებელსა და შტაბის ხელმძღვანელთან ერთად ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

მათ მოისმინეს ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები და მოსახლეობას მმართველი გუნდის 4 წლიანი პროგრამაც გააცნეს. შეხვედრაზე ყურადღება 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

"მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში გვერდით გვედგა. ერთადერთი რამ დარჩა გასაკეთებელი - 26 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოიპოვოს მნიშვნელოვანი გამარჯვება, დიდი ანგარიშით, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და გააგრძელოს გრძელვადიანი ეკონომიკური წინსვლა", - განაცხადა ირაკლი ხელაძე.

დღის ამბები