03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული - აფეთქება სოფელ ფარცხანაყანებში

სოფელ ფარცხანაყანებში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ სამ ადამიანს ქუთაისის საავამდყოფოში მკურნალობენ. ექიმების თქმით, ამ დროისთვის არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრხთე არ ემუქრება.

ინციდენტი ტყიბულის რაიონში რამდენიმე საათის წინ, რესტორან ”ზედაზენში” მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ძველი შენობის დემონტაჟის დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

ადგილზე დაიღუპა ორი მუშა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება უკვე დაიწყო 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები