26 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
"მინდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ, მომდევნო მთავრობამ, არ განიცადონ ის რთული წლები, არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრ თაობას გამოგვივლია" - ნიკა მელია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

მელიას განცხადებით, მას უნდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ და მომდევნო მთავრობამ არ განიცადონ ის რთული წლები, არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრმა თაობამ გამოიარა.

"მინდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ, მომდევნო მთავრობამ, არ განიცადონ ის რთული წლები, არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრ თაობას გამოგვივლია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ხელთ არის შესაძლებლობა თავად ავირჩიოთ რომელი გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა. მე მინდა, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ყველანი გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები