26 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
ზაზა ლომინაძე: ჩემს ოჯახთან ერთად, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქალაქის მომავალს, ჩვენი შვილების ევროპულ მომავალს

"ქართული ოცნების" ქუთაისის დელეგატმა, ზაზა ლომინაძემ ხმა ქუთაისის მე-9 საარჩევნო უბანზე მისცა. დელეგატის თქმით, უამინდობის მიუხედავად, საარჩევნო უბანზე საკმაოდ მაღალი აქტივობაა.

"ჩემს ოჯახთან ერთად, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქალაქის მომავალს, ჩვენი შვილების ევროპულ მომავალს, მშვიდობას, განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და, რა თქმა უნდა, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ძალიან მაღალია აქტივობა საარჩევნო უბანზე. ძალიან სწრაფად მიდის პროცესი, ყოველგვარი ექსცესების და დარღვევების გარეშე. ვთხოვ, საქართველოს მოქალაქეებს, რომ მისცენ ხმა და დააფიქსირონ საკუთარი სამოქალაქო ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე," - აცხადებს ლომინაძე.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები