26 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრი მარგარეტა სედერფელდი: "გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ პროცედურა სანდოდ და კანონიერად მიმდინარეობს, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ქართველი ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია"

ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პროცედურა სანდოდ და კანონიერად მიმდინარეობს, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ქართველი ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია, - განაცხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრმა მარგარეტა სედერფელდმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნები გამჭვირვალე იყოს.

"ვამაყობ, რომ IRI-ის წარმოვადგენ და ვაკვირდები არჩევნებს. საქართველოში არჩევნებს 2008 წლიდან ვუწევ მონიტორინგს. დილიდან დავაკვირდით უბნების გახსნას და დავაკვირდებით პროცესს ბოლომდე. ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია, ისევე როგორც ყველა არჩევნები, ქართველი ხალხი თავის ნებას გამოხატავს. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პროცედურა სანდოდ და კანონიერად მიმდინარეობს, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ქართველი ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია. მნიშვნელოვანია არჩევნების გამჭვირვალობა. საქართველოს ყოველივე სიკეთეს ვუსურვებ“, - განაცხადა მარგარეტა სედერფელდმა.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები