26 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
საერთაშორისო დამკვირვებელი ჯონ შიმკუსი: აქ ვართ, რომ დავაკვირდეთ მშვიდობიან არჩევნებს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და კანონიერი

საერთაშორისო დამკვირვებლები საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებიან. დენ ტვაინინგი აცხადებს, რომ ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰყავთ.

“ვამაყობთ, რომ აქ ვართ და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას. დავაკვირდით საარჩევნო უბნის გახსნას. ჯგუფები გვყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა დენ ტვაინინგმა.

საერთაშორისო დამკვირვებელი ჯონ შიმკუსი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიები, რომლებიც დღევანდელ არჩევნებში გამოიყენება, ილინოისის შტატში დანერგილი ტექნოლოგიების მსგავსია.

“აქ ვართ, რომ დავაკვირდეთ მშვიდობიან არჩევნებს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და კანონიერი. ელექტრონული სისტემები, რომელსაც დღეს დავაკვირდით, ძალიან მსგავსია იმ სისტემებისა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ილინოისის შტატში. ასე რომ ჩემთვის პროცესის ყურება ძალიან კომფორტულია“, - აცხადებს ჯონ შიმკუსი.

დღეს, საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს, ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები