26 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
"ჩვენ გვაქვს ვებგვერდი shedegebi.ge სადაც ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით მონაცემის ნახვაა შესაძლებელი" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შექმნილია ვებგვერდი shedegebi.ge, სადაც ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით მონაცემები აიტვირთება.

მისი განცხადებით, აღნიშნულ ვებგვერდზე, 20:00 საათის შემდეგ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ოფიციალურ ოქმებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოქვეყნდება.

"ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, რომელსაც ეწოდება shedegebi.ge. ამ ვებგვერდზე, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით და აქტივობის მონაცემები მთელი დღის განმავლობაში განახლდება. ეს მონაცემები ჩაშლილი იქნება თითოეული ოლქის მიხედვით და 20:00 საათიდან მოცემული იქნება არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს ინფორმაცია დაეფუძნება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს, ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები