26 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
ზუგდიდის მე-5 საარჩევნო უბანზე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი

ზუგდიდის მე-5 საარჩევნო უბანზე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

"ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, თაზო ფაცაცია ამბობს, რომ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენელი საარჩევნო უბნის ეზოში აგიტაციას აწარმოებდა.

ფაცაციას თქმით, ამ ადამიანმა, ერთ-ერთ მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჩამოართვა და კარნახობდა, ვისთვის უნდა მიეცა ხმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლის განცხადებით, მან მოქალაქეს პირადობის მოწმობა ჩამოართვა, თუმცა მისი ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ გადაემოწმებინა, რეალურად ამ უბანზე იყო ის ადამიანი რეგისტრირებული, თუ არა.

დღის ამბები