26 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე: ეს არის პროგრესი, ეს არის ევროპული სტილის დემოკრატიული არჩევნები, სადაც მანიპულაციის საშუალება რჩება ძალიან ცოტა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაყალბების თეორიული შანსიც კი გამორიცხულია.

"ეს არის პროგრესი, ეს არის ევროპული სტილის დემოკრატიული არჩევნები, სადაც მანიპულაციის საშუალება რჩება ძალიან ცოტა. ელექტრონულ არჩევნებში გაყალბების თეორიული შანსიც კი ირიცხება და ამიტომ არიან ისინი აგონიაში, რომ ამ შანსებზე ვეღარ ლაპარაკობენ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს, ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები