26 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
ევროპარლამენტარი ანდრას ლაურელ ლასზლო: "ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდის - პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს"

ევროპარლამენტარი ანდრას ლაურელ ლასზლო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდის.

მისი განმარტებით, საიდენტიფიკაციო მონაცემების მკაცრი შემოწმება მიმდინარეობს და ხმების ახალი ელექტრონული დათვლის სისტემა ძალიან სანდოა.

"არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდის.
ამომრჩევლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და ოფიციალური საარჩევნო პერსონალი ამბობენ, რომ ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია.

საიდენტიფიკაციო მონაცემების მკაცრი შემოწმება მიმდინარეობს და ხმების ახალი ელექტრონული დათვლის სისტემა ძალიან სანდოა. ოფიციალური დათვლა გულისხმობს თითოეული ბიულეტენის ხელით დათვლასაც.

ეს ხელს შეუწყობს სწრაფ შედეგებს ამომრჩეველთა უბნების დახურვისას და აღმოფხვრის გაურკვევლობას.

პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს.

მოსალოდნელია მაღალი აქტივობა, რაც საფუძველი იქნება ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის", - წერს ევროპარლამენტარი ანდრას ლაურელ ლასზლო.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

 

დღის ამბები