27 ოქტომბერი 2024,   03:06
ვრცლად
"უამრავი დამკვირვებელი, მათ შორის, ევროპული ქვეყნებიდან, მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა პოზიტიურ და რაც მთავარია, რეალურ, ფაქტებზე დაყრდნობით განცხადებებს" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელი საარჩევნო პროცესის შესახებ დამკვირვებლების პოზიტიურ განცხადებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ევროპელმა დამკვირვებლებმა აბსოლუტურად რეალური და ფაქტებზე დაყრდნობით განცხადებები გააკეთეს.

"სხვათაშორის, სასიამოვნო იყო ძალიან, დღეს უამრავი დამკვირვებელი, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან, მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა ძალიან პოზიტიურ და რაც მთავარია, რეალურ, ფაქტებზე დაყრდნობით განცხადებებს.

ევროპელი საერთაშორისო დამკვირვებლები და არა მარტო ევროპელი თუ არ ვცდები, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, მათ გააკეთეს უკიდურესად პოზიტიური და აბსოლუტურად რეალური, ობიექტური [განცხადებები], ობიექტური განცხადებების მონატრებაში ვართ გადასულები ისეთ დღეში გვამყოფებდნენ, მაგრამ მაინც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. შესაბამისად, ხვალ ჩვენ ველოდებით არაობიექტურსაც და ობიექტურსაც. იქნება სუბიექტური და ტყუილი - ვიტყვით ტყუილია, იქნება მართალი - ვიტყვით მართალია და ამის ძალას გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები