03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
ლუქსემბურგი - ულამაზესი ხედები, მიმზიდველი გარემო და ტურისტების საყვარელი ადგილი

ლუქსემბურგის დედაქალაქი ლუქსემბურგი წელს იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში შესვლიდან 20 წლისთავს აღნიშნავს.

ქვეყანაში სულ ნახევარი მილიონი მცხოვრებია. ადგილობრივები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში არიან, რადგან მოსახლეობის 65 პროცენტი სხვა ეროვნების წარმომადგენელია.

ლუქსემბურგი სტრატეგიულ ადგილად მე-15 საუკუნიდან მიიჩნეოდა. გალავანი, რომელიც ქალაქს იცავდა, 900 წლის არის, მაგრამ მასზე გვიანდელი ეპოქის კვალი უფრო მეტია.

ძველ უბნებში ახალი შენობებიც შენდება, ისეთი, როგორიც სასამართლოს შენობაა.

ლუქსემბურგი მსოფლიოს 10 მდიდარ ქვეყანას შორის მოექცა. საბანკო სისტემა ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს. გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია აქ მსხვილ საერთაშორისო ბიზნესს იზიდავს. თუმცა რამდენიმე წლის წინ ქვეყანას გადასახადების სამოთხეც კი შეარქვეს და გაუმჭვირვალე საბანკო სისტემის გამო შავ სიაშიც კი აღმოჩნდა.

მეზობელი ქვეყნებიდან ლუქსემბურგში ყოველდღე ათას 800 ადამიანი სამუშაოდ ჩადის. ქვეყნის პრიორიტეტია - გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ.

ლუქსემბურგს არ სურს იყოს მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული და ტურიზმის გაზრდაზე ზრუნავს. აქაურობასაც ბევრი მნახველი ჰყავს. მოსავალს მთავრობა ზრდის და აბინავებს კიდეც.

ისტორიულად ლუქსემბურგი სოფლის მეურნეობით იყო განთქმული და შორს იყო კულტურული ცხოვრებისგან, თუმცა გასულ საუკუნეში აქ პირველი მუზეუმი აშენდა და დღეს ლუქსემბურგში თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმია.

ქვეყნის ხედი მისივე სავიზიტო ბარათია. ლამაზ ხედებს აქ ბუნება ქმნის, ლუქსემბურგელები კი მის შენარჩუნებასა და კეთილმოწყობაზე ზრუნავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები