31 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
“ის თავის პრეზიდენტის პოზიციას იყენებს საარჩევნო მიზნებისთვის, რაც სცდება მის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და ამაზე პირდაპირ მიუთითებს ეუთო/ოდირი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით და რაც არ აისახა არც ერთი ადგილობრივი ე.წ. დამკვირვებლის ანგარიშში“ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში არ აისახა სალომე ზურაბიშვილის აქტივობები როგორც ადმინისტრაციული რესურსი. შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს, რაც კონსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება, არც ერთი დამკვირვებლის ანგარიშში ასახული არ იყო.

“რას ამბობს ეუთო/ოდირის დასკვნა - რამდენიმე საკითხი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება მივიქციო. პირველი და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში არ აისახა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქტივობები როგორც ადმინისტრაციული რესურსი. კერძოდ ის, რომ ის თავის პრეზიდენტის პოზიციას იყენებს საარჩევნო მიზნებისთვის, რაც სცდება მის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და ამაზე პირდაპირ მიუთითებს ეუთო/ოდირი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით და რაც არ აისახა არც ერთი ადგილობრივი ე.წ. დამკვირვებლის ანგარიშში.

საერთოდ არც ერთში არ აისახა ქალბატონი სალომეს გასვლა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. რატომ? იმიტომ, რომ ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები შეკრულები არიან ოპოზიციასთან და შესაბამისად ქალბატონ სალომესთან, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელთან და აწარმოებდნენ ერთობლივ საარჩევნო კამპანიას და როგორც სხვა დროს, რა თქმა უნდა არ ამხელენ საკუთარ თანამზრახველს დარღვევებში." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები