31 ოქტომბერი 2024,   14:15
ვრცლად
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს. მიზეზი შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებია, რომელმაც ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო გააკრიტიკა.

ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს. საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ორბანის განცხადების პასუხად, კრისტერსონმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერი არა შვედეთის ან რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნის არამედ, შესაძლოა, რუსეთის სახელით საუბრობდა.

დღის ამბები