03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
ახმეტაში ეთნიკურად ქისტები ეთნიკურად ქართველებს დაუპირისპირდნენ

ეთნიკურ ქისტებსა და ქართველებს შორის დაპირისპირების შედეგად ორივე მხარე დაზარალდა. შემთხვევა ახმეტაში მოხდა.

როგორც „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, ადგილობრივი ქისტები ეთნიკური ქართველის - ნოდარ ჭიჭიაშვილის სახლში შეიჭრნენ და მას საკუთარ ეზოში სცემეს. დაზარალებულს ტვინის შერყევა აქვს.

როგორც ცნობილია, ჭიჭიაშვილს „ქართული ოცნების“ წევრებმა - რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა სცემეს.

შაქრო ტერტერაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, ქისტებს შორის იყვნენ ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლებიც. დამნაშავეები პოლიციამ დააკავა, თუმცა რამდენიმე საათში გამოუშვეს, რამაც გაღიზიანება გამოიწვია. ტერტერაშვილი აცხადებს, რომ ამ ფაქტს უკვე სხვა ქისტებსა და ქართველებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა, რომლის დროსაც ერთ-ერთი ქისტი დაშავდა და ზედა კიდური მოიტეხა.

მისივე თქმით, არსებობს ეთნიკური შუღლის საფრთხე.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტარი ზურაბ ზვიადაური. იგი არ უარყოფს, რომ იცნობს ალხანაშვილებს და აცხადებს, რომ ორივე მის გვერდით იყო

დღის ამბები