აშშ-ში, ჩიკაგოში, დეპოლის უნივერსიტეტში, ებრაელ სტუდენტებს თავს დაესხნენ. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
უნივერსიტეტის განცხადებით, სტუდენტები ისრაელის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ, როდესაც მათ ორი ნიღბიანი თავს დაესხა.
უნივერსიტეტის განცხადების თანახმად, სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორსნენ და მათ სხვადასხვა ტიპის ტრავმები მიიღეს, თუმცა სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვეს.
დეპოლის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, რობერტ მანუელის განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობები მუშაობენ იმისთვის, რომ დაშავებულ ახალგაზრდებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ.