03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
ქართველი სპორტსმენი გურამ გურგენიშვილი გარდაიცვალა

ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა შერეულ ორთაბრძოლებში მოასპარეზე გურამ გურგენიშვილი.

28 წლის სპორტსმენი M1 ჩელენჯის შეჯიბრებებში მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ. ბოლოს ის იაპონურ ფედერაციასთან თანამშრომლობდა და იანვარში ორთაბრძოლისათვის ემზადებოდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ის კახეთში ნადირობისას დაიღუპა.

საქართველოს სპორტული საზოგადოებისა და „რუსთავი 2“-ის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ სპორტსმენის ოჯახს.

დღის ამბები