03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
სტუდენტთა პროტესტი

რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დღეს აქცია-მსვლელობას გამართავენ. ახალგაზრდები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან განათლების სამინისტროსკენ მოაწყობენ მსვლელობას. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი თსუ-ს რექტორს და ადმინისტრაციას ბრალს კორუფციასა და ნეპოტიზმში სდებენ.  მათივე განმარტებით, განათლების სამინისტროს არ აქვს კონკრეტული სტრატეგია, რომელიც უმაღლესი განათლების განვითარებას შეეხება. აქცია 14  საათზეა დაგეგმილი. 

დღის ამბები