13 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
"ვინც საუბრობს და თან ისე, რომ არავითარი კომპეტენცია და ინსტრუმენტი არ გააჩნია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, საქართველოს მტერია" - რატი იონათამიშვილი

"არც არჩევნების ლეგიტიმაციას ეკითხება ვინმე ბატონ როთს და არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. თუ ვინმეს არ აქვს უფლება, რომ ევროკავშირის სახელთ ილაპარაკოს, ეს არის ბატონი როთი, რომელიც, როგორც ჩანს, მალე ბუნდესტაგის წევრიც კი აღარ იქნება, არა თუ კომიტეტის თავმჯდომარე", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის შეფასებით, ქვეყნის მტერია, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბრობს.

ამასთან, იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციაში კრიზისი სახეზეა.

"არც როთის საქმეა, რა კანონებს მიიღებს საქართველოს პარლამენტი და არც სხვა იმ ცალკეული აქტორების. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოების საქმე. ნებისმიერი, ვინ საუბრობს და თან ისე რომ მას არავითარი კომპეტენცია და არც ინსტრუმენტი არ გააჩნია საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე, არის საქართველოს მტერი. არც არჩევნების ლეგიტიმაციას ეკითხება ვინმე ბატონ როთს და არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. თუ ვინმეს არ აქვს უფლება, რომ ევროკავშირის სახელთ ილაპარაკოს, ეს არის ბატონი როთი, რომელიც, როგორც ჩანს, მალე ბუნდესტაგის წევრიც კი აღარ იქნება, არა თუ კომიტეტის თავმჯდომარე.

ეს განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ძალიან დიდ კრიზისს, რომელიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას. მათ ჰგონიათ, რომ როთის ნაირი ადამიანები არიან მათთვის საუკეთესო ლეგიონერები, რომლის მოშველებით რაიმე გარდატეხას მოახდენენ საქართველოში და სინამდვილეში, კიდევ უფრო უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები