თურქეთში, ქალაქ კონიაში, ადგილობრივებმა ნაგვის ურნაში ახალშობილი ბავშვი იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ბავშვი გადაარჩინეს და ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
ბავშვი ადგილობრივმა იპოვა, რომელიც დილით ნაგვის გადასაყრელად გავიდა. მან ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა, რის შემდეგაც ადგილზე სპეციალური სამსახურები გამოიძახა.
ბავშვი გოგონა აღმოჩნა, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის დაბადებული იყო.